₾454
ფილიალი |
სასტუმრო ამბასადორი |
---|---|
მოცულობა | 3×75 გრ |
Description
გაათბეთ თქვენი სახლი MARC-ANTOINE BARROIS-ის ექსკლუზიური სამი სურნელოვანი სანთლის ნაკრებით, რომელიც სამი გამორჩეული არომატული სამყაროს ინსპირაციით შეიქმნა.
სანთლები შთაგონებულია განსაკუთრებული ადგილებით და ავლენენ ტყავისა და ამბრის სიღრმისეულ ნოტებს, ხის თბილ და დამამშვიდებელ ტონებს, ასევე ყვავილოვან და პოეტურ შტრიხებს.
MARC-ANTOINE BARROIS _ს შესახებ
2004 წელს, სულ რაღაც 20 წლის მარკ-ანტუან ბარუა შენიშნა ცნობილმა კუტურიემ დომინიკ სიროპმა, როდესაც ის ლილში თავის პირველ კოლექციას წარადგენდა. ამის შემდეგ, მან მოღვაწეობა განაგრძო პარიზში, სიროპის პრესტიჟულ მოდის სახლში. ორი წლის შემდეგ, მან ითანამშრომლა ჟან-პოლ გოტიესთან Hermès-ში. ამ გამოცდილებებმა ჩამოაყალიბა მისი გამორჩეული სტილი, რომელიც აერთიანებს მდგრადობას, უმაღლესი ხარისხის მასალებსა და დროის მიღმა მდგომ ელეგანტურ სილუეტებს.2009 წელს, დამოუკიდებლობის სურვილით შთაგონებულმა, მარკ-ანტუანმა დააარსა საკუთარი მოდის სახლი. პარფიუმერიისადმი ვნება კი მის ცხოვრებაში მაშინ გაჩნდა, როდესაც შეხვდა პარფიუმერ ქვენტინ ბიშს – და მათი შეხვედრა მყისიერად გარდაიქმნა პროფესიულ, მეგობრულ და შემოქმედებით „სიყვარულად“.2015 წელს მათი თანამშრომლობა ოფიციალურად დაიწყო. მათ შორის იყო ბევრი საერთო: სიყვარული ტყავისადმი, ბუნებრივი არომატები, რომლებიც ტყეს მოგვაგონებს, და ცოცხალი ყვავილების ელეგანტურობა. ერთად მათ დაიწყეს უნიკალური შემოქმედებითი პროცესი, სადაც მარკ-ანტუანი გამოხატავდა ემოციებს და ფანტაზიას, ხოლო ქვენტინი მათ პარფიუმად გარდაქმნიდა.მათი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო — შეექმნათ უნიკალური და მარადიული სუნამოები, რომლებიც მომხმარებლებს განსაკუთრებულობის განცდას მიანიჭებდა.