Selahatin

DISCOVERY SET TOOTHPASTE

154

ფილიალი აქსის თაუერსი
სასტუმრო ამბასადორი
სითი მოლი პრემიუმ სივრცე
Description

ახალ, კომფორტულ ფორმატში – რომელიც იდეალურია როგორც მოგზაურობისთვის, ასევე კბილის პასტების პერსონალური კოლექციის შესაქმნელად – წარმოგიდგენთ არომატებს: ‘Amorist’, ‘Escapist’, ‘Of Course I Still Luv You’, ‘Sassafras’, ‘Snowfall’ და ‘Untamed’.

ნაკრები წარმოდგენილია ხელნაკეთ სასაჩუქრე ყუთში, რომლის ვიზუალიც შთაგონებულია ოსმალური სტილით.

Selahatin _ს შესახებ

Selahatin წარმოადგენს პირის ღრუს მოვლის ახალ ეპოქას. მათეთრებული კბილის პასტების, სავლებების და  სპრეების სერიით, ბრენდი მიზნად ისახავს ყოველდღიური რიტუალების ემოციური გამოცდილების ამაღლებას.

ბრენდი დაიბადა პირადი კრიზისიდან. დამფუძნებელმა კრისტოფერ ვურალმა ინსულტი გადაიტანა, რამაც პარალიზება გამოიწვია და ერთი წლის განმავლობაში საავადმყოფოში ყოფნა მოუხდა. ამ მოვლენამ მისი შეგრძნებები კიდევ უფრო გაამძაფრა — არომატსა და გემოზე მგრძნობელობა გაიზარდა. იმავდროულად, მან გააცნობიერა ყოველდღიური რიტუალების ღრმა მნიშვნელობა.

ბრენდი წარდგენილია Wallpaper Design Awards-ზე, დასახელებულია GQ-ის მიერ ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდად, Monocle Magazine კი მას „ყველაზე დახვეწილ პირის ღრუს მოვლის საშუალებად“ მოიხსენიებს.