ბლოგი

LabSolue: ხელოვნებისა და მეცნიერების სინთეზი პარფიუმერიაში

LabSolue იტალიური ტრადიციების და ინოვაციების უნიკალური კომბინაციით შექმნილი ბრენდია. დღესდღეობით მის პროდუქციას, ნატურალური ინგრედიენტებისა და ქიმიური კომპოზიციების გაერთიანებით,  მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერები ქმნიან. 

იტალიური მემკვიდრეობა

ბრენდის ისტორია 40–იანი წლების მილანში დაიწყო, როცა ვინჩენცო მარტონემ ფარმაცევტული კომპანია, Marvin დააარსა. თავდაპირველად, კომპანია მხოლოდ ფარმაცევტულ პროდუქტებს აწარმოებდა, შემდეგ კი – სუნამოებსა და კანის მოვლის საშუალებებსაც.

მოგვიანებით ვინჩენცოს ვაჟმა, რობერტო მარტონემ, Marvin-ის ლაბორატორიის საფუძველზე, სუნამოების და კოსმეტიკური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, ICR (Industrie Cosmetiche Riunite) დააარსა. ICR–თან თანამშრომლობდა ისეთი სახელგანთქმული ბრენდები, როგორებიცაა Versace, Bvlgari, Ferragamo​, Roberto Cavalli და სხვა.

ოჯახური ტრადიციების დაცვით, უკვე 2013 წელს ვინჩენცოს შვილიშვილებმა, ჯორჯიამ და ამბრამ შექმნეს LabSolue. ბრენდის სახელიც “LabSolue” წარმოდგება სიტყვებიდან “Laboratory” და “Absolute”, რაც ტექნოლოგიური სიზუსტისა და ბუნებრივი ინგრედიენტების სრულყოფილ ჰარმონიაზე მიუთითებს. 

პირველი ,,სუნამოს სასტუმრო” მსოფლიოში

LabSolue–ის ერთ–ერთი ლაბორატორია მდებარეობს მილანში, Magna Pars Suites Hotel-ში, რომელიც სუნამოს პირველ სასტუმროდაა ცნობილი. ეს უნიკალური ადგილი მაღალი დონის სასტუმროს და პარფიუმერიის მუზეუმის ერთგვარ გაერთიანებას წარმოადგენს. Magna Pars Suites Hotel-ში სტუმრებს შეუძლიათ, როგორც უკვე გამზადებული პროდუქციის ნახვა და შეძენა ისე – ექსპერტის დახმარებით, ინდივიდუალური სურნელის დამზადებაც. ეს სივრცე შექმნილია იმისათვის, რომ არომატების დამზადების ხელოვნება და მეცნიერება მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილად იქცეს.

პროდუქცია და არომატები

LabSolue-ის პროდუქცია ბუნებრივი ინგრედიენტებისგანაა დამზადებული და მოიცავს 39 სურნელს, რომლებიც ხის, ყვავილებისა თუ ხილის ნოტებზეა დაფუძნებული. სუნამოების ბოთლები გაფორმებულია ხელნაწერი ეტიკეტებით და მათი დიზაინიც Marvin–ის, ანუ, იმ ფარმაცევტული კომპანიისადმი პატივისცემას გამოხატავს, საიდანაც LabSolue იღებს სათავეს. 

LabSolue-ის ასორტიმენტი მოიცავს როგორც სუნამოებს, ასევე, თავის მოვლის საშუალებებს, სურნელოვან სანთლებსა და არომატიზატორებს. 

თუკი ისეთი სურნელის შერჩევას აპირებთ, რომელიც ტრადიციებისა და ინოვაციების სასიამოვნო ჰარმონიას ქმნის, მაშინ გაეცანით LabSolue-ის პროდუქციას ჩვენს გვერდზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *