ბლოგი

Fugazzi: ,,Storysmelling” კონცეფცია პარფიუმერიაში

Fugazzi ჰოლანდიური ნიშ პარფიუმერული ბრენდია, რომლის მთავარი იდეაც, უძველესი ტრადიციებისა და საუკეთესო ინგრედიენტების გამოყენებით, ადამიანებისთვის მოგონებების გაცოცხლებაა. 

ისტორია 

ბრენდის ისტორია Fugazzi-ის შემქმნელის, ბრამის ეგვიპტეში მოგზაურობით დაიწყო. ბრამი შთააგონა ეგვიპტურმა ზეთებმა და ლეგენდამ, რომლის მიხედვითაც, კლეოპატრამ კეისარი სწორედ თავისი სურნელით მოხიბლა. ბრამმა პარფიუმერული ზეთების შერევით დაიწყო ექსპერიმენტები და როდესაც მისთვის გამორჩეულმა ნაზავმა ინდუსტრიის ექსპერტებისაგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა, გადაწყვიტა, ეს სურნელი ბაზარზე გამოეტანა. ასე დაიბადა Fugazzi. 

“Storysmelling” კონცეფცია

Fugazzi–ის მიზანია, რომ სურნელი ჰყვებოდეს ამბავს, აღძრავდეს ემოციებს და გვამოგზაურებდეს წარსულში – ჩვენს მეხსიერებაში არსებულ სხვადასხვა დროსა და ადგილას.

კიდევ რა გამოარჩევს Fugazz-ის სხვა ბრენდებისგან? 

ბრენდი მხიარულსა და მდიდრულ არომატებს შორის დელიკატურ ბალანსს ქმნის.

,,ჩვენი სუნამოები უნიკალური და არატრადიციული ბუნებით გამოირჩევა, რაც, ვფიქრობ, ჩემი ფორმალური პარფიუმერული ფონის არარსებობის შედეგია”  – ამბობს დამფუძნებელი, ბრამი. 

პროდუქცია 

Fugazzi-ის პროდუქცია მოიცავს Eau de Parfum-ს (20%-იანი ზეთის შემცველობით), Extrait de Parfum-ს (30-50%-იანი ზეთის შემცველობით), ასევე, სხეულის მოვლის საშუალებებს, სურნელოვან სანთლებსა და არომატიზატორებსაც. სუნამოები განკუთვნილია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე – ქალბატონებისთვის.

გარდა იმისა, რომ Fugazzi-ის თითოეული პროდუქტი მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითაა შექმნილი, მისი სურნელები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი წარსულის ემოციები ახალ ისტორიებად ვაქციოთ.

ამიტომ მათთვის, ვინც ისეთ არომატებს ეძებს, რომლებიც მოგონებებს აცოცხლებს, Fugazzi–ის სუნამოები საუკეთესო არჩევანია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *