ჩვენ შესახებ
ვინ ვართ ჩვენ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არომატეკაში - ადგილი სადაც სუნამო უბრალო სურნელებაზე მეტია და ემოციებს წარმოადგენს.
არომატეკა პირველი ნიშ პარფიუმერიის ბუტიკია საქართველოში, რომლის ისტორიაც 2016 წლიდან იწყება. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე ნიშ პარფიუმერია და მას შემდეგ მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს მსოფლიო სიახლეებს.
დღესდღეობით არომატეკა სამი ფილიალითაა წარმოდგენილი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უნიკალური ისტორიის მქონე სუნამოებს.
რას ვაკეთებთ
არომატეკა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ პარფიუმერული მაღაზია - ეს არის არომატების სამოთხე. თითოეული ბრენდი შერჩეულია განსაკუთრებული ხარისხის და მდიდარი ისტორიის გამო.
გვჯერა, რომ სუნამოს შექმნა არის ხელოვნება და ჩვენთან წარმოდგენილი თითოეული სუნამო არის ხელოვნების ნიმუში. გვინდა, რომ ეს ხელოვნება ქართველ მომხმარებელსაც გავუზიაროთ. ამიტომ გამოგვყევით მაგიური არომატების სამყაროში.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სელექციით, რომელიც ინდივიდუალიზმისა და უნიკალურიბის დღესასწაულია. აქ აღმოაჩენთ ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა Clive Christian, Kilian Paris, Frederic Malle, Maison Francis Kurkdjian, Creed, Diptyque, Escentric Molecules და სხვა. მათი უმეტესობის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში სწორედ არომატეკაა.
სუნამო არ არის უბრალოდ არომატი - ეს არის თვითგამოხატვის საშუალება, მოგოენბები და ასოციაციები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შერჩევის პორცესი იყოს სასიამოვნო და მაქსიმალურად მორგებული თქვენს პრეფერენციებს. ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან რომ იპოვოთ თქვენი საყვარელი სურნელი ან განსაკუთრებული საჩუქარი თქვენი ახლობლებისთვის.
ეწვიეთ არომატეკას და აღმოაჩინეთ ნიშ პარფიუმერიის ხელოვნება. შეაბიჯეთ ფუფუნებისა და ელეგანტურობის სამყაროში, სადაც ყოველ ფლაკონს აქვს თავისი ისტორია და ყოველი სურნელი ტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.
კეთლი იყოს თქვენი მობრძანება არომატეკაში, ადგილი რომელიც განკუთვნილია დახვეწილი და უნიკალური სურნელის მოყვარულებისთვის.