დღეს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და წარმატებულ პარფიუმერზე უნდა გიამბოთ, რომელიც ალბათ ყველასათვის ნაცნობი იქნება!
პარფიუმერის დაბადება
Killian Hennessy – ამ გვარის გაგონებისას უმრავლესობას შეიძლება კონიაკის მწარმოებელი ოჯახი გაახსენდეს, თუმცა კილიანი ამ ოჯახის მემკვიდრის გარდა პარფიუმერიც გახლავთ, რომელმაც მემკვიდრეობით მიღებული ნიჭი და ხედვა სუნამოების სამყაროში ოსტატურად ჩააქსოვა და 2007 წელს საკუთარი ბრენდი, By Kilian დააარსა! პარფიუმერიის სახლი დღემდე ინარჩუნებს ერთგული მომხარებლების აურაცხელ რაოდენობას!
კილიანის სუნამოები, როგორც თანამედროვეობისა და წარსულის თანაკვეთა
მემკვიდრეობა, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, შეხვედრები ცნობილ მხატვრებთან, ვნება – ეს იმ კონცეფციების ჩამონათვალია, რომელსაც კილიანი პარფიუმერიის შექმნისას იყენებს!
მისი სურვილი პარფიუმერიისთვის ჩვეული ფორმის დაბრუნებაა, ისეთი სუნამოების შექნმა, როგორსაც მე-19, მე-20 საუკუნეში ქმნიდნენ, თუმცა, ამჯერად თანამედროვეობის ელფერითა და შტრიხებით
რთულია იმ გრძნობის სიტყვებით გამოთქმა, რომელსაც კილიანი კარიერის დასაწყისში, სუნამოების დამზადებისას განიციდიდა
ცხადია, ეს გრძნობა დღემდე თან მიჰყვება, სხგვაგვარად შეუძლებელია ასეთი უნიკალური სუნამოების შექნმა.
16 წლიანი სურნელოვანი ისტორია
დღეს ბრენდს 34-ზე მეტი სუნამო აქვს, მათ შორის უახლესი, 2023 წლის სუნამოა The Smoking Hot.
თითოეული მათგანი დამფუძნებლის სურნელოვანი მოგონებებითა და ღამის ცხოვრებისადმი სიყვარულით არის შთაგონებული
ბოლო წლების განმავლობაში სუნამოს მწარმოებელი ბრენდის გარდა, By Kilian-მა ტუჩსაცხებით, ცნობილ ბრენდებთან კრეატიული თანამშრომლობითა და მთელ მსფოლიოში გიჟური წვეულებებით გაითქვა სახელი, რომელსაც კილიან ჰენესი თავად უწევდა ორგანიზატორობას!
ბრენდის სადღესასწაულო, ექსტრავაგანტული და არატრადიციული დევიზია – ‘’ Don’t Be Shy’’ ალბათ, ბევრს გეცნოთ სლოგანი მისი ცნობილი სუნამოს სახელიდან ‘’Love Dont Be Shy!’’
ნამდვილი ფუფუნება მარადიულია!
ბრენდის უმაღლესს ხარისხს მისი ეკომეგობრულობა და ხელახლა შევსებადი ფლაკონი ცხადყოფს, რომელიც კილიან ჰენესის კონცეფციას ასახავს და ჩვენი მომავალი თაობის მემკვიდრეობის ნაწილად აქცევს!
მისი აზრით, ‘’True luxury should last forever’’.