ბლოგი

BORNTOSTANDOUT x FUGAZZI: ორი ბრენდი, ერთი ექსპერიმენტი

რა ხდება, როდესაც ავანგარდული ბრენდები ერთიანდება და ახალ არომატებს ქმნის? 

პარფიუმერიის სამყაროში კოლაბორაციები იშვიათი და საინტერესო მოვლენაა. 2024 წელს კორეული და ჰოლანდიური ნიშ პარფიუმერული ბრენდების, BORNTOSTANDOUT-ისა და Fugazzi-ის საერთო ხედვით ორი სუნამო: FUGAZZI by BORNTOSTANDOUT® და BORNTOSTANDOUT® by FUGAZZI შეიქმნა.

ეს კოლაბორაცია ორივე ბრენდის უნიკალურ სტილს გადმოგვცემს, რაც სუნამოების მიმზიდველ, მრავალშრიან არომატებშიც იგრძნობა.

FUGAZZI by BORNTOSTANDOUT

FUGAZZI by BORNTOSTANDOUT აკრძალული სიყვარულის თემატიკითაა შთაგონებული და თამამ, მისტიკურ, თუმცა, ამავდროულად, ნაზ კომპოზიციას წარმოადგენს. 

  • სურნელის ზედა ნოტებში რბილი, კრემისებრი რძის არომატი გვხვდება, რომლებსაც გრეიპფრუტისა და მანდარინის ციტრუსოვანი სიხალისეც ემატება.
  • შემდეგ კუმინის მძლავრი, მისტიკური აქცენტი ჩნდება, რაც სუნამოს სიღრმესა და უნიკალურ ხასიათს ანიჭებს.
  • ბოლოს კი ვანილის სიტკბო, სტირაქსი და მუშკის ელეგანტური სურნელი დახვეწილ, მდგრად და დასამახსოვრებელ კვალს ტოვებს.

BORNTOSTANDOUT by FUGAZZI

BORNTOSTANDOUT by FUGAZZI  მეორე სიყვარულის იდეას ეძღვნება – იმ ემოციას, რომელიც პირველ სიყვარულზე მეტად გააზრებული, რთული და ინტენსიურია.

  • ზედა ნოტებში ბერგამოტი და გერანიუმის მსუბუქი, ელვარე არომატები იშლება, რომლებიც სუნამოს ენერგიულ ხასიათს სძენს.
  • შუა ნოტებში ვარდისა და წიწაკის ნაზავს უფრო ღრმა და მგრძნობიარე ელფერი შემოაქვს.
  • საბაზისო ნოტებში კი ქედრის ხე, თამბაქო, ტყავი და ამბრა იკვეთება – თბილი, მდიდარი და ხანგრძლივი სურნელის ეფექტით.

როდესაც ორი ხედვა ერთიანდება

BORNTOSTANDOUT–სა და Fugazzi–ის, ორ, განსხვავებულ ბრენდს, შემოქმედებითობა, არატრადიციული მიდგომა და ინოვაციური სურნელების შექმნის უნარი აერთიანებს. 

Fugazzi–ის მიზანია, რომ სურნელი ჰყვებოდეს ამბავს, აღძრავდეს ემოციებს და წარსულში გვამოგზაურებდეს. Borntostandout-ის პარფიუმერებს კი სურთ, თითოეულმა მომხმარებელმა ინდივიდუალური და პიროვნების საუკეთესოდ გამომხატველი სუნამო იპოვოს. 

ემოციური კავშირებისა და სურნელების საშუალებით ისტორიების მოყოლის საერთო ინტერესმაც დააკავშირა ეს ორი ბრენდი. ამ კოლაბორაციამ კი გვიჩვენა, როგორ შეიძლება სხვადასხვა პარფიუმერული ესთეტიკა შეერწყას და სიახლე შეიქმნას.

თუკი რაღაც არაორდინალური, დახვეწილი და ექსპერიმენტული გაინტერესებთ, მაშინ ეს ორი სუნამო აუცილებლად უნდა გამოცადოთ. 

მაინც როგორ გგონიათ, რომელი არომატი უფრო მიმზიდველი იქნება თქვენთვის – აკრძალული თუ გააზრებული, მეორე სიყვარული?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *