ბლოგი

BornToStandOut: ახალი სიტყვა პარფიუმერიაში

თუ პროვოკაციულ პარფიუმერულ ბრენდს ეძებთ, რომლის მიზანიც ინდივიდუალიზმისათვის ხაზგასმაა, მაშინ დროა, Borntostandout გაგაცნოთ. 

ალბათ, ბრენდის სახელიდანვე,’’Born to stand out’’, შეამჩნევდით მის მთავარ იდეას  – შეახსენოს თითოეულ ადამიანს, რომ ის გამორჩეულია.

ბრენდის ისტორია

BornToStandOut 2022 წელს, დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის, იუნ ლიმის მიერ, სამხრეთ კორეაში შეიქმნა. იუნ ლიმს სურდა, არომატებით გადმოეცა თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სილამაზე.

ძალიან მცირე დროში, Borntostandout გაიზარდა და საერთაშორისო აღიარებაც დაიმსახურა.

ფილოსოფია 

Borntostandout-ის პარფიუმერები მიზნად ისახავენ, თითოეულმა მომხმარებელმა იპოვოს ინდივიდუალური სურნელი, რომელიც პიროვნებას საუკეთესოდ გამოხატავს. 

ჩვენ ქვეცნობიერად ვცხოვრობთ წინასწარ განსაზღვრული, სოციალურად ,,სწორი” და სტანდარტიზებული ცხოვრების წესის ჩარჩოებში და ამით კომფორტულადაც ვგრძნობთ თავს. ბრენდის იდეოლოგია კი სწორედ საზოგადოდ მიღებული ნორმების და სტანდარტების დარღვევაზეა დაფუძნებული, რაც ადვილად შესამჩნევია სუნამოების დასახელებებზეც.

არასტანდარტული მიდგომა 

Borntostandout გამოირჩევა თავისი გამორჩეული ფორმულებით, რომლებიც ისეთი ინგრედიენტების გამოყენებითაა შექმნილი, რომელსაც ხშირად არც კი ეხებიან, მაგალითად, ნეკერჩხლის სიროფი, ბრინჯი და ა.შ. სუნამოები ხასიათდება უნიკალური კომბინაციებით, რომლებიც შთაგონებულია ბუნების ელემენტებით, ხელოვნებითა და თანამედროვე ცხოვრების სტილით.

არომატების კოლექცია 

Borntostandout-ის კოლექცია მრავალფეროვანია. ყველა სუნამო შექმნილია იმისათვის, რომ მათ მფლობელებს უნიკალურობის და ინდივიდუალიზმის დემონსტრირება შეეძლოთ.

და მაინც რატომ უნდა აირჩიოთ Borntostandout?

განსაკუთრებული სურნელი, ხარისხი, მდგრადობა და იდეოლოგია ბრენდს ერთ–ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს მათთვის, ვისაც პარფიუმერიის საშუალებით, ინდივიდუალურობის გამოხატვა სურს.

გაეცანით ბრენდის პროდუქციას ჩვენს გვერდზე და გახსოვდეთ, რომ YOU WERE BORN TO STAND OUT!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *